Wednesday, November 18, 2009

1.პროექტის სახელი
რიცხვები
2.პროექტის მოკლე აღწერა
10 ციფრის საშუალებით რიცხვების შედგენის ამოუწურავი შესაძლებლობა. რიცხვების ნაირგვარობა-ნატურალური,მთელი,წილადი,დადებითი და უარყოფითი.
3.პროექტის სრული აღწერა
მსურს დავთვალორაიმე საგნები.როგორ ვაღწევთ ამას-ყველამ იცით. ამ გზით მიღებული რიცხვები ნატურალური რიცხვებია.ამ რიცხვებზე მოქმედებები-გამრავლება და შეკრება როგორ ხდება,და როგორი სახის რიცხვები მიიღება-თავად განსაზღვრეთ.თუ გვსურს რაიმე შენაძენის გაკეთება და მაქვს საჭიროზე ნაკლები თანხა,ანუ ვხარჯავ იმაზე მეტს,ვიდრე თვითონ მაქვს,თანხის ნაკლებობა გამოიწვევს სხვა სახით მოქმედების ჩაწერას,წარმოიშვება უარყოფითი რიცხვების გამოყენების საჭიროება.მოიყვანეთ მაგალითები,როცა საკლები ნაკლებია მაკლებზე.ვახდენთ დადებითი და უარყოფითი რიცხვების განსაზღვრებას.თვალსაჩინოებისთვის ვიყენებ რიცხვით სხივს.მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ საზღვარი მათ შორის.მსურს დღეობისთვის გამომცხვარი ტორტით სტუმრებს გავუმასპინძლდე თანაბარი ულუფებით.წარმოიშვა წილადი რიცხვების გამოყენების აუცილებლობა.მოიყვანეთ მაგალითები,როცა გასაყოფი ნაკლებია გამყოფზე.განვიხილოთ წრიული დიაგრამა,როგორც თვალსაჩინოება მთელის დანაწილებისა.ნასწავლი მასალის მიხედვით ვადგენთ სქემას-ხისებრ დიაგრამას.
4.მონაწილეთა ასაკი-
10-11 წელი
5.ვადები-ხანგრძლივობა-
1 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
ანალოგიების მოძებნა ინდივიდუალურად და ჯგუფურად,ინტერნეტში რიცხვებთან დაკავშირებული მასალების მოძიება,სქემების და დიაგრამების,რიცხვითი სხივების გამოყენება
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლეები განასხვავებენ ნატურალურ,მთელ.წილად,დადებით და უარყოფით რიცხვებს.გააზრებული აქვთ მნიშვნელისა და მრიცხველის არსი.ხედავენ შეფარდების და წილადის ხაზის იდენტურობას,რიცხვების უსასრულობას და ნაირგვარობას.
8.სარგებელი სხვებისთვის
9.სამუშაო ენა-ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/
-ფიზიკა
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
რიცხვების,მათი ჩაწერის,თვისებების და კლასიფიკაციის ცოდნა,მათზე მოქმედებების შესრულების უნარი აუცილებელია მოსწსვლისთვის სხვადასხვა გამოთვლების საწარმოებლად.
12.პროექტის ფასილიტატორი-
ნანული გეთიაშვილი
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა-
nanuligetiashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი

15.პროექტის ვებგვერდი,ბლოგი
http://nanuligetiashvili.blogspot.com/